Thursday, December 4, 2014

საბათლოც   საქართველოა



„წყაროსაც დავეწაფები, 
დავკრეფ ვარდებს და გვირილებს,
რა ლამაზი ხარ, მამულო,
შენი გამჩენის ჭირიმე!"
2014  წელი

საბათლოს   მოსახლეობა  და  მისი  გეოგრაფიული  მდებარეობა.                                                                       წარმდგენი–ალი  რაჯაბოვი

საქართველო  ღვთისმშობლის წილხვედრი  ქვეყანაა,  იგი  მსოფლიოში  განთქმულია  თავისი  უნიკალური  სილამაზით,  მდიდარია  კულტურული  ძეგლებით და  გამოირჩევა  თავისი სტუმართმოყვარეობით.  ამიტომ ყველა  ქართველისათვის  საამაყოა  ქართველობა  და  არა
მარტო  ქართველისათვის,  საქართველო  ხომ   მრავალი
ერის  სამშობლოა.  სწორედ  ასეთია დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ჩემი  სოფელი  საბათლო   ის,  ძირითადად,  სომხური  სოფელია,  მაგრამ მათთან ერთად სოფელში ცხოვრობენ:  აჭარელები, ინგილოები,  თათრები,  თითო  ოროლა  ოჯახი  მთიულები  და ხევსურებიც არიან. 
   საბათლო  საქართველოს  უკიდურესი   აღმოსავლეთი სოფელია  და  მის  იქით  (როგორც  ჩვენი  წინაპრები  იტყოდნენ)   ქართული  მამალიც  აღარ  ყივის.  სოფელი ძალიან  ლამაზია  თავისი  ფლორით  და  ფაუნით.  მისი ინტერნაციონალობა  უნიკალურს  ხდის  მისი  ტრადიციების  მრავალფეროვნებას.
    საბათლო  მისი  მიმდებარე  სოფლებიდან  13–15კმ–ით არის  დაშორებული, რაიონულ  ცენტრს  კი  70–75კმ–ით, მაგრამ  ახლოა  აზერბაიჯანის  საზღვართან  დაახლოებით  300-350 მეტრით.  საზღვარს  კი  მდინარე  ალაზანი  წარმოადგენს.
  სოფელი  მოწყვეტილია  ყველას  და  ყველაფერს  აწუხებს უგზოობა,  რაც  ართულებს  კავშირს  საზოგადოებასთან.
ამიტომ  გასაკვირი  არ  არის,   რომ  თუნდაც  რაიონის  მოსახლეობის  30–35% –მა  არ  იცის  მისი  არსებობის  შესახებ.  ამ მიზნით  ჩვენ,  პროექტში მონაწილე  ბავშვებმა  პროექტის ხელმძღვანელთან  მაყვალა  კობაიძესთან ერთად,  გადავწყვიტეთ,  მოგვეწყო ლაშქრობა, გადაგვეღო   ფოტო  მასალები,  აგვეტვირთა  ისინი  ბლოგზე,   რათა მსურველს  საშუალება  მისცემოდა მცირე  წარმოდგენა  მაინც  ჰქონოდა საბათლოს შესახებ.     

 სოფელს  აქვს  საინტერესო  ისტორია.  მისი  მოსახლეობის  დიდი   ნაწილი   აზერბაიჯანიდან  გადმოსახლებული  სომხებია.  იყო  დრო,  როდესაც  სოფელს   ჰქონდა  ძლიერი   ეკონომიკა,  დღეს  კი  ძალიან  უჭირს მოსახლეობას.   მიუხედავად  უამრავი  პრობლემისა,  სოფლის  მრავალენოვანი მოსახლეობა   ერთ მუშტად შეკრული  და  ამაყია,   რადგან  ისინი  ხომ  საქართველოს  შვილები  არიან,  საქართველო მათთვის ყველაფერია.  



















Wednesday, December 3, 2014

ჩვენს შესახებ

საბათლოც   საქართველოა
         ეს  ჩვენ   ვართ


"არ  გავცვლით    ჩვენ ჩვენს  საბათლოს
სხვა  ქვეყნის   სამოთხეზედა..."
             2014  წელი