სკოლა და სოფლის ტრადიციები

საბათლოს  საჯარო  სკოლა                            წარმდგენი–რაქსანა  რაჯაბოვა 
ძვირფასო  სტუმრებო,   ნება  მიბოძეთ  ორიოდე  სიტყვით   ჩემს  სკოლაზე   მოგახსენოთ.სოფელში  ორენოვანი   სკოლაა  ქართული  და  სომხური  სექტორებით.   მიუხედავად   სოფლის  ასეთი   მდებარეობისა,    ჩვენი  მასწავლებლების  პატრიოტიზმისა    და მუხლჩაუხრელი  შრომის  შედეგია   სკოლის   ნებისმიერი   წარმატება,    მის   მოსწავლეებში  გაღვიძებული   ნებისმიერი   უნარ–ჩვევა.   უგზოობა   ხელს   გვიშლის სხვა სკოლების მოსწავლებთან ერთად  აქტიურად  ჩავებათ   სხვადასხვა   ღონისძიებაში,   მაგრამ    დამოუკიდებლად, ჩვენს   მასწავლებლებთან    ერთად, ჩვენსავე სოფელში    ვატარებთ  სხვადასხვა  სადღესასწაულო   ზეიმებს.    ქიმია–  ბიოლოგიის  მასწავლებელთან  ერთად  დავგეგმეთ  და  დავასრულეთ  პროექტები.   ზოგი  პროექტი  კი   დასასრულებელია,   გვაქვს  აგრეთვე   ახალი  პროექტის    გეგმა,   რომელზეც  გაზაფხულზე    დავიწყებთ   მუშაობას. პროექტების სახელწოდებებია:
1)  სოფლის   მეურნეობა– მზესუმზირა– საბუნებისმეტყველო  მეცნიერებები.
2)  ვიზრუნოთ  მცენარის  ჯანმრთელობაზე.
3)  დავტოვოთ  მწვანე  ნაკვალევი.                              
4)  წყალი  სიცოცხლის  წყაროა –   ამ  პროექტის მიზანია
სოფლის  წყაროების  შესწავლა,   მათი  ქიმიური   შედგენილობის   დადგენა  და  საუკეთესო წყაროს   გამოვლენა.
აღნიშნულ  პროექტებს  ტრადიციების  წარდგენის 
შემდეგ  შემოგთავაზებთ.


   ტრადიციები: 
წარმდგენი:–სურმანიძე  ჯაბა   
ჩემმა  მეგობარმა  ისაუბრა  სოფლის  ინტერნაციონალიზმის  შესახებ  და  ჩემი  სურვილია ვისაუბრო  საინგილოს  ტრადიციებზე   მათი ყველაზე  განსაკუთრებული  დღესასწაულებია:  ,,გიორგობა ‘’  და  ,,საკმლის  ჩაყრა’’.
   გიორგობას  ინგილოები,  როგორც  სხვა  ადამიანები   დიდ  მთაზე  ადიან ქურმუხის  წმინდა  გიორგის  ეკლესიაში,   ანთებენ  სანთლებს,  ჩაუთქვამენ  სურვილს  და ნატვრის  ხეზე  აბამენ  ძაფს  ან  ნაჭერს,  საკლავს   კლავენ,  ვისაც  სურს,  იქ  ქეიფობს,  ვისაც  არა _ სახლში  ქეიფობენ.  ამ  დღეს  ძალიან  ერთობიან. 
საკმლის  ჩაყრის რიტუალი   ცოტათი  განსხვავდება  საქართველოს სხვა კუთხეებში მიღებული წესებისგან.   ისინი  საკმელს  თან  უნთებენ  და  საჭმელში   ან  წყალში  ყრიან და მას გარდაცვლილის  საფლავზე  დებენ.
ინგილოების  საყვარელი  და  განთქმული  საჭმელია  ,,სურულუ’’და  ცომის  საჭმელები.  ინგილოებს  აქვს  კუთხური საუბარი, რომელიც განსხვავდება  ქართულისაგან. მაგალითად,  ჩვენ რომ  ვამბობთ:  „როგორა  ხარ?“ ისინი  ამბობენ:  ,,ჰათარ ხარა’’  და  ა. შ.  

თავისი  ტრადიციების  შესრულებას  საბათლოში  მცხოვრები  ინგილოებიც  ნაწილობრივ  ახერხებენ.





აჭარული  ტრადიციები  
წარმდგენი –თამილა  სურმანიძე                                                               
 ძვირფასო  სტუმრებო,  მე  საბათლოში  მცხოვრები
აჭარის  წარმომადგენელი   გახლავართ.   აჭარული
ტრადიციები,   ვფიქრობ,  არავისთვის  უცხო  არ  არის.
მე  შევეცადე  სპეციალურად  ოჯახში  დამემზადებინა
დაპწნილი  ყველი,  ბორანო(მოხრაკული)   და  აჭარული   ხაჭაპური,  რათა  სურათებით   მეჩვენებინა თქვენთვის.
აჭარა  განთქმულია  თავისი  ტრადიციული  დღესასწაულებითაც:   ერთ–ერთი ასეთია  „შუანთობა’’,  სადაც აგვისტოს  5–10  რიცხვამდე  მთაში  შერჩეულ  ადგილზე  იკრიფებიან და  იმართება   ტრადიციული  ზეიმი.
საბათლოში  მცხოვრები  მუსლიმი  აჭარელები  ტრადიციულად  ვასრულებთ  რელიგიურ  დღესასწაულს   „ყურბანბაირამს“.
ამით  მინდა   აღვნიშნო,  რომ  ჩვენი  სოფლის   მოსახლეობა  პატივს  ვცემთ  ერთმანეთის  რელიგიურ  რწმენას.  სოფელ    საბათლოში ჩვენ  ყველანი  ერთად  დიდი  ოჯახივით  ვართ ერთმანეთის  გვერდით.   კარგათ  ვიცნობთ   სომხურ ტრადიციებსაც.   სომხური  ფლავი  თითქმის  ყველასთვის   სასურველი    საუზმეა.









ახლა,  გთხოვთ,  მიკერძოებაში  არ  ჩამომართვათ
და  ორიოდე  სიტყვით  ჩვენი   ხელმძღვანელის   ტრადიციებსაც    შევეხები.   მაყვალა  მასწავლებელი მთიულეთის ერთადერთი    წარმომადგენელია სოფელში.  იგი  არასოდეს  ივიწყებს  ტრადიციულ  დღესასწაულებს  და  ყოველთვის  აცხობს  მთიულებისთვის  დამახასიათებელ  ერბოს (გულიან)  ქადებს  და  მხლოვანებს.  მის  გიორგობას,   ლომისობას  და  მარიამობას  მისი კოლეგები  „ობაობას“  ეძახიან. 
 პროექტის  მონაწილეებს   გვქონდა  საშუალება  დაგვეგემოვნებინა   ქადებიც  და  ხორცის მთიულური   ხინკალიც.       



                                                              
საჭიროდ  ვთვლით,  რომ  დიდი  მადლობა  გადაუხადოთ  პროექტ: ,,დედოფლისწყარო ჩემი განძია“–ს   დამფუძნებლებს. რომ  არა   აღნიშნული  პროექტი  და  მაყვალა  მასწავლებლის   მაქსიმლური  ჩართულობის  სურვილი, არც   ჩვენი  პროექტები  იქნებოდა   და   ვერც  ეს   ბლოგი   მიიღებდა  ამ  სახეს.
მაყვალა  მასწავლებლის  ორგანიზებით  ვემზადებოდით  მონაწილეობის   მისაღებად  ფესტივალზე: ,,ტრადიციული  ხელსაქმე’’,  მაგრამ   ვერ  მოვახერხეთ  წასვლა.   გამზადებული  ნამუშევრებით    ქიმია–ბიოლოგიის  კაბინეტში  გავაკეთეთ  სტენდი:







No comments:

Post a Comment