შესრულებული პროექტები


2013  წლის  24  მაისს დაიგეგმა  პროექტი: –ვიზრუნოთ  მცენარის  ჯა ნმრთელობაზე

ზაფხულის    არდადეგების      პერიოდში  
საბათლოს  საჯარო  სკოლის –VII –XII
კლასის  მოსწავლეებს  მიეცა  დავალება,  ეწარმოებინათ  დაკვირვება  სხვადასხვა  მცენარეზე.   დაავადების  აღმოჩენის  შემთხვევაში
მცენარის  დაავადებული  ორგანო  წარედგინათ  (ტელეფონის  მეშვეობით  ეცნობებინა)  მასწავლებლისთვის.
1)მიზანი   – დავაკვირდეთ,  აღმოვაჩინოთ 
და  დავეხმაროთ  დაავადებულ  მცენარეებს,
ვიზრუნოთ  ჯანმრთელ  გარემოზე.   შევძლოთ
შეძენილი  ცოდნის  გამოყენება  შემდგომში,
პირად  ცხოვრებაში.
  2) დაავადებული  მცენარე  ვაჩვენოთ  სპეციალისტებს.  მათი  დახმარებით  შევარჩიოთ
შესაბამისი  შხამქიმიკატები,  რომლითაც  უფროსების  დახმარებით  მოხდება  მცენარის
შეწამლა.
3)  აღმოჩენილი   იქნა  ვაზის   ფოთლის  ორი სახის  დაავადება.














დ.წყაროს   მცენარეთა  დაცვის აგროსამრეწველო  მაღაზიაში   ავიტანეთ  ნიმუშები
 და  შესაბამისი  შხამქიმიკატის  სახელწოდება
შესაძენად  გადაეცა   მეპატრონეს.  წამლის  შეძენის
შემდეგ   მოხდა  მცენარის   შეწამლა   პატრონის
მიერ.  წამლობის  შემდეგ   დავაკვირდით  მცენარის
ფოთლებს:   აშკარად  შეიმჩნეოდა   მცენარის
დაავადების  კვალის   გაჩერება.
    პროექტიდან  შევიძინეთ  დაკვირვების,   ცოდნის
გამოყენების  უნარ–ჩვევა.   შეძენილი  ცოდნა  დაგვეხმარება    საჭიროების   შემთხვევაში   გამოვიყენოთ  პირად  ცხოვრებაში.  


2013 წლის  ოქტომბრის   თვეში  საბათლოს  საჯარო
სკოლის   ქიმია – ბიოლოგიის   მასწავლებლის

(მაყვალა  კობაიძე)  და  VII – XII  კლასის  მოსწავლეთა   ერთობლივი   მსჯელობის  შემდეგ გადაწყდა,   დაგეგმილიყო   პროექტი:

       დავტოვოთ  მწვანე  ნაკვალევი
1) პროექტის  მიზანია – გაპარტახებული  სკოლის
ეზო,  სადაც   დღემდე  არ  დარგულა  არც  ერთი
ხე.  დაგვერგო  მარადმწვანე   ხის  ნერგები  და
ჩვენი  სკოლიდან  წასვლის  შემდეგ  დაგვეტოვებინა
გამწვანებული  სკოლის   ეზო –ჩვენი  მწვანე  ნაკვალევი.
2)  გაიწერა  პროექტის  სამუშაო  გეგმა:
სკოლის  ეზოს  მოწესრიგება,  გაწმენდა  სამშენებლო   ბეტონის  ფილების  ნარჩენებისგან, რაც  საჭიროებს   საწვავს  და  შესაბამის  ტექნიკას. (უნდა  მოიძებნოს  რესურსები  სკოლიდან,  ან  სპონსორი).







3) მოძიებული  უნდა  იყოს  მარადმწვანე  ნერგები.
თუმცა  ამ  მხრივ  ღმერთი  ჩვენკენ  აღმოჩნდა.
   მიმდინარე  წლის  მარტის  თვეში,  სოფლის 
მოსახლეობასთან   მოსულ   რაიონის  გამგებელს,
ბატონ  ნიკოლოზ  ჯანიაშვილს  გავაცანით  ჩვენი
პროექტი.   ბატონი  ნიკოლოზი  შეგვპირდა,  რომ
ნერგებს  უახლოეს  მომავალში  გამოგვიგზავნიდა.
 მართლაც  ჩვენდა  საბედნიეროდ  აპრილის  თვეში
სოფლის  გამგებლის  მეშვეობით   მოიტანეს  ნერგები,  რისთვისაც  დიდი  მადლობა   ბატონ  ნიკოლოზს  და  ყველას  ვისაც  მცირედი  წვლილი
მიუძღვის  ნერგების   გამოყვანიდან     სკოლაში
მოტანამდე.
   ნერგები  დაირგო  ( გვინდა  გამოგიტყდეთ,  რომ

ერთი  ნერგი  დავრგეთ  ბატონი  ნიკოლოზის  სახელზე )    დიდი  მზრუნველობით  ვუვლით.













4) ნერგები  დარგულია ,  მაგრამ  ეზო  კვლავ  მოუწესრიგებელია   ახალი  სასწავლო  წლიდან
იქნებ  შესაძლებელი   გახდეს  ეზოს  გაწმენდისთვის 
საჭირო   სახსრების  მოძიება,  რაც   მიგვიყვანს  რეალურ  შედეგამდე : –ჩვენი  წასვლის  შემდეგ
დარჩება  მოწესრიგებული   და  გამწვანებული
სკოლის  ეზო.








No comments:

Post a Comment