ახლა დაპირებისამებრ გთავაზობთ
ჩვენს პროექტებს, ჩვენ კი გემშვიდობებით დროებით,
ველით თქვენს გამოხმაურებებს და შეფასებებს.
ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებელმა მაყვალა კობაიძემ VII-XII
კლასის მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ
სასკოლო პროექტი:
სოფლის მეურნეობა–მზესუმზირა–
–საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
პროექტში გაერთიანებულია: ბუნება,
ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა. გაწერილია
მცენარის დათესვიდან სასურველი
პროდუქციის მიღებამდე ყველა პროცედურა საგნებისა
და საფეხურების მიხედვით:
1)ნიადაგის მომზადება
დასათესად (მოსწავლეები თავის
ეზოში ამზადებენ ნიადაგს.)
2)
თესავენ ორ–ორი მეტრის
სიგრძის ორ კვალს. ერთ
კვალს რწყავენ, სთოხნიან,
ხოლო მეორეს– არა. ამით ისინი აწარმოებენ
დაკვირვებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს მცენარისთვის დროულად
ჩატარებულ აგროტექნიკურ პროცესებს.
აკვირდებიან მცენარის ზრდა–განვითარებას მოსავლის მიღებამდე.


3) მოსავლის აღების შემდგ საჭიროა გადაადგილება სოფელ არხილოსკალოს ზეთსახდელში, სადაც მოსწავლეები დააკვირდებიან ჰიდრავლიკური ძრავების(მუშაობას) დახმარებით წნევის და ტემპერატურის მოქმედებით მიმდინარე ქიმიურ რეაქციას.
4) ზეთსახდელში გადაადგილებისთვის საჭიროა 30 ლარი ტრანსპორტისათვის საწვავის შესაძენად.
5) პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები
შეძლებენ ცოდნის გამოყენებით დაკვირვება აწარმოონ: მცენარის ზრდა განვითარებაზე, ჰიდრავლიკური ძრავების მუშაობაზე, წნევის და ტემპერატურის მეშვეობით მიმდინარე დაშლის ქიმიურ რეაქციაზე: მზესუმზირა =კოპტონს + ზეთი.
(ერთი ნივთიერებიდან მიიღება ორი სხვადასხვა სახის ნივთიერება). შემდგომში შეძლებენ შეძენილი ცოდნა გამოიყენონ პირად ცხოვრებაში.

















No comments:
Post a Comment